როგორ გაიგეს "ოცნებაში" რუბიოს ზარი
"ქართული ოცნების" წევრების მტკიცებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ზარი ირაკლი კობახიძესთან მკაფიო სიგნალია, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის პარტნიორული ურთიერთობების გადატვირთვის მზაობა არსებობს.
მკაფიო სიგნალი არის იმისა, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის მზაობა არის პარტნიორული ურთიერთობების გადატვირთვის.
ნახეთ, როდესაც ამბობს ერთი მხარე, ეს არისო შავი ზღვის უსაფრთხოების და ქვეყნის როლზე, აქ არის საქართველოს ყოველთვის, გეოპოლიტიკა არ შეცვლია და არც ლოკაცია არ შეცვლია. იგივე გეოპოლიტიკაში იყო გუშინაც, დღესაც და ხვალაც იგივე გეოგრაფიულ მდებარეობა ექნება. უცებ ადმინისტრაციას არ გაახსენდა საქართველო სად მდებარეობს, ანუ საქართველო ყოველთვის მანდ იყო და ის ზარი რაც განხორციელდა არის იმის დადასტურება, რომ საქართველოს როლი კიდევ უფრო მეტად უნდა გაიზარდოს და საქართველოსთან ურთიერთობები გადაიტვირთოს," - ამბობს "ოცნების" წევრი მარიამ ლაშხი.
"ქართული ოცნების" წევრს, გიორგი ბარვენაშვილს მარკო რუბიოს ზარის შემდეგ მოლოდინები აქვს, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობა გადაიტვირთება.
ურთიერთობების გადახედვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ალბათ იმედია რომ მოხდება ძაან მალე. იცი რა, ჩვენ მოლოდინები გვაქვს, რომ გადატვირთვა მოხდება და უკეთესობისკენ იქნება ჩვენი ურთიერთობები. რა შუაშია რუბიოს დარეკვა "დიფ სთეითის" დამარცხებასთან. ჩვენ მოლოდინები გვაქვს, რომ გადაიტვირთება ურთიერთობა საქართველოსა და ამერიკას შორის," - თქვა გიორგი ბარვენაშვილმა.
რიმა ბერაძის მტკიცებით, გუშინდელი ზარი "არის ახალი ურთიერთობა, ახალი ფურცლის გადაშლა ორ ქვეყანას შორის". "ოცნების" დეპუტატი აღნიშნავს, რომ საუბარი იმ საკიხებს შეეხებოდა, "რომელიც ამ ორ ქვეყანას სჭირდება".
გუშინდელი ზარი, რა თქმა უნდა, ბატონ ირაკლი კობახიძესთან, ეს არის ახალი ურთიერთობა, ახალი ფურცლის გადაშლა ორ ქვეყანას შორის. დიდი ტრადიციები გვქონდა ჩვენ ურთიერთმეგობრობის და მიგვაჩნია, რომ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ის, რომ აშშ-ის ესეთი დიდი პიროვნება რეკავს ჩვენთან და კითხულობს იმ პროცესებს რა პროცესებიც მიმდინარეობს ზოგადად საქართველოში. იმ საკითხებზე იყო საუბარი, რომელიც ამ ორ ქვეყანას სჭირდება," - აღნიშნავს რიმა ბერაძე.
- გუშინ, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარკო რუბიო ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა.
- სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, საუბარი ორმხრივ ინტერესებს, მათ შორის კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებას შეეხებოდა.
- მოგვიანებით, ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკელ მაღალჩინოსანთან პარტნიორობის გადატვირთვის შესახებ ისაუბრა.