მარკო რუბიო ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა

30.03.26 20:29
მარკო რუბიო ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს

უწყების ცნობით, საუბარი ორმხრივ ინტერესებს, მათ შორის კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებას შეეხებოდა. 

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ეკუთვნის პრესსპიკერის მთავარ მოადგილეს, ტომი პიგოტს:

სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. მათ განიხილეს ორმხრივი ინტერესის სფეროები, მათ შორის კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება," - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

მოგვიანებით, სატელეფონო საუბრის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა ირაკლი კობახიძემაც.

პროდუქტიული სატელეფონო საუბარი მქონდა სახელმწიფო მდივან რუბიოსთან, ჩვენ განვიხილეთ ჩვენი პარტნიორობის გადატვირთვისა და სამხრეთ კავკასიაში საქართველოს, როგორც ძლიერი პარტნიორის, როლის გაძლიერების მნიშვნელობა. ერთგულნი ვართ საქართველო-აშშ-ს კავშირების განმტკიცებისა და რეგიონული სტაბილურობისა და კავშირის ხელშეწყობის მიმართ," - წერს კობახიძე.