ისტორიული პროცესის მოლოდინში - უცნობია, გადაიყვანენ თუ არა სააკაშვილს სასამართლოში
საქალაქო სასამართლოში ისტორიული სასამართლო პროცესი 13:00 საათზე გაიმართება. სხდომათა დარბაზში დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტს ელოდებიან, თუმცა უცნობია, გაბედავს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ციხის კლინიკიდან მესამე პრეზიდენტის სასამართლოში ეტაპირებას.
ადვოკატები ფიქრობენ, რომ "ქართული ოცნება" მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო სასამართლოში მიყვანას ვერ გაბედავს, რადგან ხელისუფლებას მესამე პრეზიდენტის საჯარაოდ გამოჩენის ეშინია.
პასუხი ვერ მივიღეთ, მიხეილ სააკაშვილი გადაჰყავთ თუ არა სასამართლო პროცესზე. ამის შემდეგ გვქონდა კომუნიკაცია სასამართლოსთან და სასამართლოსგანაც ვერ მივიღეთ პასუხი, მიხეილ სააკაშვილი დღეს იქნება, თუ არა პროცესზე გადაყვანილი. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ახლა ავიღეთ საშვი, შევალთ შიგნით და შიგნითვე ვიკითხავთ, ციხის წარმომადგენლებთან გადაჰყავთ თუა არ მიხეილ სააკაშვილის პროცესზე, - თქვა ბექა ბასილაიამ.
გადაიყვანენ თუ არა მიხეილ სააკაშვილის საქალაქო სასამართლოში, ცნობილი ცოტა ხანში გახდება.