დაბადებიდან უზრდელი, კამერებთან კეკლუცი ადამიანი ხარ! - თემურ კუპატაძე ლევან ხაბეიშვილს დაუპირისპირდა

10.11.21 12:03
დაბადებიდან უზრდელი, კამერებთან კეკლუცი ადამიანი ხარ! - თემურ კუპატაძე ლევან ხაბეიშვილს დაუპირისპირდა

ხმაურია ამ წუთებში ჯანდაცვის სამინისტროსთან - შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი  თეიმურაზ კუპატაძე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, ლევან ხაბეიშვილს დაუპირისპირდა. 

სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ხაბეიშვილმა კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელი კორუფციაში დაადანაშაულა. 

ენმ-ს წევრის თქმით, შსს-ს მაღალჩინოსანმა მილიონად შეფასებული, ფეშენებელური ვილა აიაშენა. ოპოზიციას კითხვები აქვს, როგორ მოახერხა კუპატაძემ გამდიდრება. 

მაშინ როცა ლევან ხაბეიშვილი კორუფციულ საკითხზე მედიას კომენტარს აძლევდა, ადგილზე თეიმურაზ კუპატაძე მივიდა და ოპოზიციონერს "კელუცი და ინტრიგანი" უწოდა:

ეს არის კამერებთან კეკლუცი ადამიანი, შენ კეკლუცობ კამერებთან. შენ ხარ კეკლუცი მოცეკვავე კამერებთან, მეტი არაფერი. შენ ჩინოვნიკი რომ გახდები, ვერასდროს ვერაფერს ვერ გააკეთებ. შენ ხარ ინტრიგანი, პროვოკატორი ადამიანი. შენ ხარ უზრდელი, რომ დაიბადე იმის მერე"- მიმართა შსს-ს მარალჩინოსანმა ლევან ხაბეიშვილს. 

კუპატაძემ "ტვ პირველთან" ძვირადღირებული ქონების შეძენის საკითხზე თქვა, რომ "უპატრონო არ არის", სახლი გაყიდა და წყნეთში უძრავი ქონება შეიძინა. 

უპატრონო ხომ არ ვარ, სახლის ქონის უფლება არ მაქვს?! მილიონიანი ქონება არ შემიძენია 100 000 ღირს. ჩემი დეკლარაცია საჯაროა, და ნახე, რას ბოდავ?"- მიმართა მან "პირველების" რეპორტიორს. 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები