მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე არ გადაიყვანენ
საქართველოს მესამე პრეზიდენტს საქალაქო სასამართლოში არ გადაიყვანენ. ამის შესახებ ინფორმაციას მისი უფლებადამცველი, ბექა ბასილაია, ავრცელებს. ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილისთვის არც კი შეუტყობინებიათ, რომ პროცესზე დასწრებასთან დაკავშირებით სასამართლოდან შესაბამისი მოთხოვნა იყო გაგზავნილი.
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს 13:00 საათზეა ჩანიშნული.