შეშინებული, ძალის იმედად დარჩენილი რეჟიმი, რომელიც კოპირებს რუსეთსა და ბელარუსს! - მელია დაკავებების სერიაზე
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია, სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის მხარდამჭერების დაკავებაას ეხმიანება.
მისი თქმით, "ოცნება" შეშინებულია და მხოლოდ ძალის იმედადაა დარჩენილი.
მელიას განცხადებით, ბრძოლა მშვიდობიანად, უწყვეტად და მტკიცედ გაგრძელდება.
"დღეს რაც ვნახეთ, არის შეშინებული, ძალის იმედად დარჩენილი რეჟიმი, რომელიც კოპირებს რუსეთსა და ბელარუსს!
კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მაგრად ეშიანით თავისუფლების იდეის და მზად არიან, თავის კორუმპირებული ხელისუფლების დასაცავად სრულიად მშვიდობიან აქციებს დაერიონ!
აქციების დაწყებამდე 46 ადამიანი დააკავეს- მაგრამ საქართველოში თავისუფლებისთვის მებრძოლი ასობით ათასია
ვაგრძელებთ! მშვიდობიანად, უწყვეტად და მტკიცედ!", - წერს ნიკა მელია.