სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმე - დაკავებულები პატიმრობაში დატოვეს

10.11.21 13:02
სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმე - დაკავებულები  პატიმრობაში დატოვეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

გიორგი ნარიმანიძე, ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები ციხეში მოსამართლე  დავით კურტანიძემ გაუშვა, რითაც პროკურატურის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. 

დაცვის მხარემ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა. "ტვ პირველის" კორესპონდენტის ცნობით, აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო ვადა გახანგრძლივდა, წინასასამართლო სხდომა 28 დეკემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები