დავალება აქვთ, რომ შეაშინონ ხალხი - ჯაფარიძე სუს-თან დაკავებებზე

10.11.21 13:10
დავალება აქვთ, რომ შეაშინონ ხალხი - ჯაფარიძე სუს-თან დაკავებებზე

სუს-თან აქციაზე დაკავებულ მონაწილეებს შორის არის საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი "გირჩი მეტი თავისუფლებას" წევრი, ბორის ჩელე ყურუა. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, აქციაზე ჩელე ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დააკავეს. ჯაფარიძის შეფასებით, მმართველ გუნდი ძალისმიერ მეთოდებს ხალხის დასაშინებლად მიმართავს. 

დავალება აქვთ მიცემული, რომ შეაშინონ ხალხი,  რომ ვერ გაბედონ პროტესტის გამოხატვა, ხელისუფლებას ერთადერთი დასაყრდენი დარჩა ძალა. რაც ხდება რუსეთში და ბელარუსში გადმოკოპირებულია ყველაფერი, მათ შორის დაკავების მეთოდებიც. საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ჩელე იდგა აქ, შევტრიალდი კომენტარის მისაცემად და ჩაავლეს,  ჩატენეს მანქანაში და წაიყვანეს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე", - თქვა ზურაბ ჯაფარიძემ. 

მსგავსი სიახლეები