მიხეილ სააკაშვილის ხმის და ვიზუალისაც კი ეშინიათ - ზაალ უდუმაშვილი

10.11.21 13:26
მიხეილ სააკაშვილის ხმის და ვიზუალისაც კი ეშინიათ - ზაალ უდუმაშვილი

ენმ-ს წევრივ ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გამოჩენის ეშინია. მისი თქმით, სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც საქართველოს მესამე პრეზიდენტს საქალაო სასმართლოში ეტაპირებაზე უარი ეთქვა. 

მიხეილ სააკაშვილის არა მხოლოდ განცხადებების ეშინიათ, ეშინიათ, რომ საერთოდ მიხეილ სააკაშვილის ვიზუალი გამოჩნდეს, ვინმემ მისი ხმა გაიგოს. ეშინიათ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის საქართველოში, ეშინოდათ მაშინაც, როდესაც მიხეილ სააკაშვილი არ იყო საქართველოში და უკრაინაში იყო და ახლა განსაკუთრებით ეშინიათ, როდესაც საქართველოშია და სწორედ ამას ემსახურება ის, რაც ახლა ხდება, ადამიანი არ მოჰყავთ სასამართლო პროცესზე. იმის უფლებასაც არ აძლევენ, რომ საკუთარი თავი დაიცვას სასამართლო პროცესზე და ეს შიში გადაიყოლებს ამ ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილის შიში, ხალხის შიში, ოპოზიციის შიში, - განაცხადა უდუმაშვილმა. 

საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იწყება. ადგილზე ოპოზიციის ლიდერები და მისი მხარდამჭერები არიან შეკრებილი. 

მსგავსი სიახლეები