პროცესი ბრალდებულის გარეშე - სასამართლოს ეზოში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იმყოფებიან
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, პროცესი უნდა გაიმართოს, მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები და პოლიტიკოსები იმყოფებიან.
ცნობილია, რომ პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გადაყვანაზე უარი თქვა.
ამასთან, სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ჟურნალისტებს დასწრების უფლებაც არ მისცეს. პროცესს, მხოლოდ ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი" გადაიღებს.