პენიტენციურის უარი სააკაშვილს - სიმონიშვილი განმარტებას ითხოვს

10.11.21 13:34
პენიტენციურის უარი სააკაშვილს -  სიმონიშვილი განმარტებას ითხოვს

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი, განმარტებას ითოხვს, რატომ არ ესწრება სასამართლო პროცესს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. სიმონიშვილი Facebook-ზე  წერს, რომ გაუგებარია, რატომ არ ჩატარდა სხდომა ონლაინ რეჟიმში,  ან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საჯაროობის პრინციპის დაცვით.

პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში გადაყვანაზე უარი თქვა ორი მიზეზით:
1. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა;
2. უსაფრთხოების რისკები.
ჯანმრთელობის მდგომარეობა გავიგე, მაგრამ უსაფრთხოებაზე ისევ აბსტრაქტულად საუბრობს უწყება და არავითარ განმარტებას არ იძლევა და ის მაინტერესებს, ასე როდემდე შეიძლება გააგრძელონ? 
ამასაც რომ თავი დავანებოთ და დავუშვათ, დავეთანხმოთ, ონლაინ რატომ არ ჩატარდა სხდომა, ან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საჯაროობის პრინციპის დაცვით? -
წერს ნიკა სიმონიშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები