ხელებს ნუ შლი! - უგულავა სააკაშვილის საქმის პროკურორს დაუპირისპირდა (ვიდეო)
ხმაურია ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, პროცესი მის გარეშე მიმდინარებს.
ადგილიდან პროცესის პირდაპირი ტრანსლირებას დარბაზში მყოფი რამდენიმე პირი ახდენს, საიდანაც ირკვევა, რომ სსააკაშვილის ადვოკატები პროცესზე ჟურნალისტების დასწრებას, ან სასამართლო სხდომის პირდაპირ ეთერში გადაცემას მოითხოვენ.
ინცინდენტი მოხდა უგულავასა და საქმის პროკურორს შორის.
მთავარი კონსტიტუციური ნორმა არის სასამართლო პროცესის საჯაროობის უზრუნველყოფა. ხელებს ნუ შლი, რა იცით კანონის შესახებ, კონსტიტუციას ყოველ დღე ფეხქვეშ თელავ. გუშინდელი სტაჟიორი ხარ, შენი ბიოგრაფია მაინც არ ვიცოდე"- მიმართა უგულავამ პროკურორს, რომელმაც ოპოზიციონერს მოუწოდა რომ "კანონს ნუ ასწავლის".
უგულავამ მოსამართლეს მიმართა, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, პროცესი საჯარო უნდა ყოფილიყო:
მას შემდგ რაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდა და იმყოფება პატიმრობაში, ამ პროცესს განსაკუთრებული საჯარო ინტერესი აქვს. არგუმენტები, რომელიც მოგყავთ, რომ აქამდეც ატარებდით აბსოლუტურად არათანაზომადია იმ კონკრეტულ ვითარებაში, რაშიც დღეს ვიმყოფებით"- მიმართა უგულავამ მოსამართლეს.
ოპოზიციონერი დაინტერესდა, რატომ არ შეუძლია "საზოგადოებრივ მაუწყებელს" სიგნალი მისცეს სხვა ტელევიზიებს, ან მანვე უზრუნველჰყოს პროცესის პირდაპირ ეთერში გადასცემა.
"რატომ არ შედის საჯაროობა თქვენს ინტერესში?" - უთხრა უგულავამ ნინო ელიეშვილს.