ანალიზებში რამდენიმე მაჩვენებელი იყო იმდენად საშიში, რომ აუცილებელი იყო გადასხმა - ხოშტარია
"დროას" ლიდერს, ელენე ხოშტარიას, გუშინ პირველი გადასხმა ჩაუტარდა. პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის მე-8 დღეს გაუარესდა და მისი თქმით, ანალიზებში რამდენიმე მაჩვენებელი იმდენად საშიში იყო, რომ საჭირო გახდა სამედიცინო ჩარევა.
ხოშტარია აცხადებს, რომ ამჟამად თავს კარგად გრძნობს.
ანალიზებმა აჩვენა, რომ რამდენიმე მაჩვენებელი იყო იმდენად საშიში, რომ აუცილებელი იყო გადასხმა, მე გუშინ მივიღე პირველი გადასხმა, ოღონდ ხაზგასმით ვამბობ, არ გავიკეთებ არც ერთ გადასხმას, რომელიც უბრალოდ გააუმჯობესებს ჩემს მდგომარეობას, გავიკეთებ მხოლოდ იმ სამედიცინო ჩარევას, რომელიც აგვარიდებს ან ლეტალური შედეგის დადგომას, ან გონების დაკარგვას. ახლა ჩემი შიმშილობის რეჟიმი არის ასეთი და იქნება იმგვარი, რომ ბოლომდე, რამდენი ხანიც არ უნდა იყოს საჭირო, შევძლო შიმშილობა, ვიბრძოლო და გავაგრძელო ამ სახით პროტესტი“, - თქვა ელენე ხოშტარიამ.
"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია მე-8 დღეა, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს.