გთხოვთ, უზრუნველყოთ მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში მოსვლა - ადვოკატის მიმართვა მოსამართლეს

10.11.21 14:35
გთხოვთ, უზრუნველყოთ მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში  მოსვლა - ადვოკატის მიმართვა მოსამართლეს

გთხოვთ, უზრუნველყოთ  სასამართლო სხდომის დარბაზში მიხეილ სააკაშვილის მოსვლა, - აღნიშნული შუამდგომლობით სასამართლოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ, მიმართა. ბასილაის თქმით, იმ შემთხვევაში თუ შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდება, ეს იქნება კიდევ ერთი დასტური, რომ პროცესი ფორმალურად მიმდინარეობს. 

თუ ამას არ უზრუნველყოფს სასამართლო, ჩათვალეთ, რომ ეს პროცესი არ არის პროცესი. ეს არის მხოლოდ ის, რომ ორთვიანი ვადა გადის და აღკვეთის ღონისძიებაა გადასასინჯი და ვადას ვერ გაექცევა სასამართლო, - თქვა სასამართლო პროცესზე უფლებადამცველმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომას არ ესწრება.

მსგავსი სიახლეები