ეგ თვალები შოთაძეს უბრიალე! - მორიგი დაპირისპირება სააკაშვილის სასამართლოზე
ხმაური მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე - ერთმანეთს საქმის პროკურორი, ჯარჯი წიკლაური და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა, დაუპირისპირდნენ. პროკურორის გაღიზიანება უგულავას იმ განცხადებას მოჰყვა, რომელმაც მას შეახსენა, რომ წინა 9 წლის განმავლობაში სტაჟიორი იყო.
წიკლაურმა უგულავას სასამართლო დარბაზში წესების დაცვისკენ მოუწოდა.
ეს არის მინიმალური, რასაც თქვენი ღირსება აიტანს, ჩემო კარგო. აიტანეთ, თმენის ვალდებულება გაქვს! - თქვა უგულავამ.
პროკურორმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კანონისა და ქცევის არცოდნაში დაადანაშაულა.
კაი ერთი! ეგ თვალები შოთაძეს უბრიალე! - უპასუხა უგულავამ.