"კონსტიტუციას აფურთხებთ!" - გიგი უგულავა სასამართლო პროცესიდან გააძევეს

10.11.21 15:28
"კონსტიტუციას აფურთხებთ!" -  გიგი უგულავა სასამართლო პროცესიდან გააძევეს

გიგი უგულავა სასამართლო პროცესიდან გააძევეს. ინცინდენტს წინ უგულავას ფრაზა " თქვენ აფურთხებთ კონსტიტუციას"  უძღოდა. მოსამართლემ ნათქვამი შეურაცხყოფად მიიჩნია და პოლიტიკოსი სასამართლო დარბაზიდან გააძევა. 

გარეთ გამოსულმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან სასამართლო პროცესი შეაფასა და სასამართლო კოლეგიას "ტროიკა" უწოდა. 

ეს არის ჩვეულებრივი "ტროიკა", რომელმაც უარი თქვა, კი, ბატონო, კოვიდრეგულაციების გამო ამდენი კამერა ვერ შევა, ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა, მაშინ პირველმა არხმა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აწიოს სიგნალი და ყველა მსურველ ტელევიზიას მიეცეს ამ სიგნალის გაშვების შესაძლებლობა. სასამართლომ იმსჯელა და უარი თქვა. ანუ სასამართლომ გვითხრა, რომ პროცესი არ უნდა იყოს საჯარო. სასამართლომ გვითხრა, რომ მას ფეხზე ჰკიდია. პროკურორმა ჯარჯიმ უთხრა არა, ე.ი. არა. ახლა მეორე საკითხი, ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ მხარეს ჰქონდეს უფლება, მონაწილეობა მიიღოს. არსად დედამიწაზე არ ხდება, რუსეთი არ აკეთებს ამას, რომ სასამართლოზე მოსვლა როცა უნდა ადამიანს, პატიმარს, უარს ეუბნები, - თქვა უგულავამ. 

მსგავსი სიახლეები