მონაწილეობას იღებთ წამებაში - სააკაშვილის ადვოკატმა მოსამართლის აცილება მოითხოვა

10.11.21 15:35
მონაწილეობას იღებთ წამებაში - სააკაშვილის ადვოკატმა მოსამართლის აცილება მოითხოვა

"თუ აქ ვინმემ მართლმსაჯულებას შეურაცხყოფა მიაყენა, ეს ხართ თქვენ", - ასე მიმართა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ, მოსამართლეს ნინო ელეიშვილს და მისი პროცესიდან აცილება მოითხოვა. ბასილაიას თქმით, სასამართლოს არც კი უცდია, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე წარმოდგენა უზრუნველეყო.

ბოლოსდაბოლოს კანონის უკან დგას ადამიანი და ამ ადამიანს რომ ეზღუდებოდა უფლებები, ელემენტარულად ამას უნდა შეეწუხებინეთ, ნებისმიერი პირის მიმართ უნდა შეეწუხებინეთ. 

მე მქონდა იმედი მცირე, მაგრამ მაინც, რომ სასამართლო ყველაფერს გააკეთებდა მიხეილ სააკაშვილის დღეს აქ წარმოსადგენად, თუმცა ვიცით ხელისუფლების პოზიცია,  როგორ ძრწის ივანიშვილი სააკაშვილის საჯარო გამოსვლების მიმართ, დარწმუნებული ვიყავით, რომ სასამართლოს მცდელობების მიუხედავად, სააკაშვილს აქ არაფრის დიდებით არ მოიყვანდნენ, მაგრამ ეს მცდელობაც არ გვანახეთ თქვენ და ამის შემდეგ რაღაც მორალური პედესტალიდან მესაუბრებით, მამუნათებთ და მეუბნებით, რომ შეურაცხყოფა მომაყენეთ, თუ აქ დღეს  ვინმემ მართლმსაჯულებას შეურაცხყოფა მიაყენა, ეს ხართ თქვენ, თქვენ არ გაქვთ არც სამარლებრივი და არც მორალური უფლება განიხილოთ ეს საქმე.

თქვენ უნდა იქნეთ აცილებული, იმიტომ, რომ თქვენი გადაწყვეტილებები არის არაჰუმანური და თქვენ მონაწილეობას იღებთ აი, ამ გადაწყვეტილებით პატიმრობაში მყოფი ადამიანის წამებაში. ადამიანის წამებაში, რომელსაც ამ დღეების მანძილზე საშინელი მორალური ტერორი გაატარეს, ადამიანის წამებაში, რომელიც მოიტაცეს და მოტყუებით ჩასვეს იქ, სადაც ასეულობით კრიმინალია", - ამბობს ბექა ბასილაია.

 

მსგავსი სიახლეები