პრემიერმა გვთხოვა, რეგიონის პრობლემები გულთან ახლოს მივიტანოთ - ღარიბაშვილი მერებსა და გუბერნატორებს ხვდება

10.11.21 15:41
პრემიერმა გვთხოვა, რეგიონის პრობლემები გულთან ახლოს მივიტანოთ - ღარიბაშვილი მერებსა და გუბერნატორებს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მუნიციპალიტეტების მერებს ხვდება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა ახლადარჩეულ მერებთან რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები მიმოიხილა.  პრემიერ-მინისტრი  უკვე შეხვდა კახეთის, სამცხე-ჯავახეთის და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მერებს.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი შიოშვილის, თქმით, პრემიერმა მერებს  რეგიონში არსებული პრობლემების გულთან ახლოს მიტანა სთხოვა და საკითხების მოგვარებაში დახმარება აღუთქვა.

პრემიერმა აღგვითქვა მაქსიმალური დახმარება და იყო რეკომენდაცია, რომ მაქსიმალურად ვიყოთ კომუნიკაციაში ხალხთან, გულთან მივიტანოთ ყველა ის პრობლემა, რაც ამჟამად არის რეგიონში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მრავალი პრობლემის სწრაფად და ეფექტიანად გადაწყვეტა. რეგიონისთვის ყველაზე დიდი პრობლემას წარმოადგენს წყლის მომარაგება, რომლის პროექტი უკვე დაწყებულია და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე დამთავრდება. რიგ პრობლემებზე ვისაუბრეთ და იმედი გვაქვს, რომ ერთად, მრავალი სასიკეთო საქმე გაკეთდება რეგიონში, - აღნიშნა ირაკლი შიოშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები