არავის იმდენი საქმე არ გაუკეთებია პუტინისთვის, რამდენიც სააკაშვილმა და ენმ-მ გააკეთა - მდინარაძე

10.11.21 15:45
არავის იმდენი საქმე არ გაუკეთებია პუტინისთვის, რამდენიც სააკაშვილმა  და ენმ-მ  გააკეთა  - მდინარაძე

არავის, არც ერთ გაშიფრულ, თუ დღემდე გაუშიფრავ აგენტს იმდენი საქმე არ გაუკეთებია პუტინისთვის საქართველოში, რამდენიც სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთეს და დღესაც აკეთებენ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში წერს.

არავის, არც ერთ გაშიფრულ თუ დღემდე გაუშიფრავ აგენტს, იმდენი საქმე არ გაუკეთებია პუტინისთვის საქართველოში, რამდენიც სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთეს და დღესაც აკეთებენ! ამიტომ ძალიან ყალბია მათი „სიბრაზე“ და ის „ანტირუსული კამპანია“, რომელსაც ისინი განახლებული ენერგიით აწარმოებენ!

ჯერ ამაზე უპასუხონ ქართულ საზოგადოებას, რატომ დაადანაშაულეს ქართველი სამხედროები ომის დაწყებაში აგვისტოს ომიდან ორი თვის შემდეგ!

საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ამაში რუსული საქმის მკეთებელი ფსევდომედასავლეთეები ხელს ვერ შეგვიშლიან!“ – წერს მამუკა მდინარაძე.

მსგავსი სიახლეები