ნაცისტი მოსამართლეები თქვენზე დაბალ სკამებზე კი არ ისხდნენ... - სააკაშვილის ადვოკატი სასამართლოში

10.11.21 15:56
ნაცისტი მოსამართლეები თქვენზე დაბალ სკამებზე კი არ ისხდნენ... - სააკაშვილის ადვოკატი სასამართლოში

"სპექტაკლი და პოლიტიკური შურისძიება" - საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ, მოსამართლის აცილების შუამდგომლობის დაყენება გახმაურებულ პროცესზე განმარტა. 

მისი თქმით, "მასკარადია", როცა მოსამართლე საქმეს ბრალდებულის გარეშე განიხილავს. 

საქმეს იხილავთ და ბრალდებულის დასწრება არ გინდათ, ზეგ შეიძლება, ვეღარც მოვიდეს და ცოცხალიც აღარ იყოს. 

კი არ გადარებთ, შეურაცხყოფას კი არ გაყენებთ, თუმცა ფაშისტ მოსამართლეებს, რომლებიც ებრაელების დახმარებისთვის დახვრეტას რომ უსჯიდნენ, 37 წელს საბჭოთა მოსამართლეებს, რომლებიც დასწრების გარეშე დახვრეტას უსჯიდნენ, თქვენზე ნაკლები ხელფასები კი არ ჰქონდათ, თქვენზე უშნო მანტია კი არ ეცვათ, ან თქვენზე დაბალ სკამებზე კი არ ისხდნენ, უფრო მეტსაც გეტყვით, თავის დროზე თქვენზე მეტი პატივისცემა შეიძლება ჰქონოდათ, მაგრამ დღევანდელი დროის პრიზმაში რომ ვუყურებთ ამ ყველაფერს, ადამიანის უფლებების პრიზმაში როცა ვუყურებთ ამ ყველაფერს, სტუდენტებს როცა უკითხავთ ლექციებს, ბრალდებულის, ადამიანის უფლებებზე, ხომ იმას ეუბნებით, რომ ბრალდებულის გარეშე ჩაატარეთ პროცესი და ასე გადაწყვიტეთ მისი ბედიო?! სპექტაკლია ის, რასაც ახლა თქვენ და ბრალდების მხარე აკეთებთ"- განაცხადა ადვოკატმა. 

თუთბერიძემ თქვა, რომ მან ისტორიული მაგალითი მოიყვანა და არ გასცდენია აცილების დასაბუთებას.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები მოსამართლეთა კოლეგიის, ნინო ელიეშვილის, მაია ქოქიაშვილისა და ლია ორკოდაშვილის, აცილებასა და  სხდომაზე ბრალდებულის, მიხეილ სააკაშვილის დასწრებას ითხოვენ.

მსგავსი სიახლეები