სააკაშვილს სასწრაფოდ ესაჭიროება უსაფრთხო გარემოში სამედიცინო დახმარება - ლიზა იასკო

10.11.21 15:56
სააკაშვილს სასწრაფოდ ესაჭიროება უსაფრთხო გარემოში სამედიცინო დახმარება - ლიზა იასკო

რადას დეპუტატი და მიხეილ სააკაშვილის მეგობარი, ლიზა იასკო, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში სასწრაფოდ გადაყვანას მოითხოვს. ამის შესახებ იასკომ "ტვ პირველის" "დღის ამბების" ეთერში ისაუბრა. 

დღეს დილით ადვოკატებმაც ვერ მიიღეს ინფორმაცია, სად გაიმართებოდა სასამართლო, ადვოკატებს არ აძლევდნენ ინფორმაციას, აპირებდნენ  თუ არა სააკაშვილის გადაყვანას სასამართლო დარბაზში, ეს ინფორმაცია გაჩნდა მხოლოდ პროცესის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე. ეს არის საგანგაშო რეალობა. მიხეილ სააკაშვილი არ იღებს მედიკამენტებს, აქვს შიმშილობის 41-ე დღე. მას სასწრაფოდ ესაჭიროება უსაფრთხო გარემოში სამედიცინო დახმარება და არა გლდანში, სადაც ახლა იმყოფება. მე ვერ ვხედავ იმ ნაბიჯებს, რომელსაც გადადგამს მთავრობა", - ამბობს ლიზა იასკო "ტვ პირველთან".

მსგავსი სიახლეები