უკრაინელები, როდესაც რამე არ მოგვწონს, ვითხოვთ ცვლილებებს, გამოვდივართ ქუჩაში - ლიზა იასკო
"ვდარდობ იმ ახალგაზრდების გამო, რომლებიც დღეს დააკავეს", - რადას დეპუტატი და მიხეილ სააკაშვილის მეგობარი, ლიზა იასკო, დღევანდელი პროტესტის დაკავებებით ჩახშობის მცდელობის ფაქტს გამოეხმაურა. იასკოს თქმით, უკრაინაში ხალხი ცვლილებებს ქუჩაში მშვიდობიანი დემონსტრაციებით ითხოვს. იასკოს თქმით, ის ქართულ საზოგადოებას ვერ მოუწოდებს, რადგან უკრაინელი პოლიტიკოსია. ამის შესახებ ლიზა იასკომ "ტვ პირველის" "დღის ამბების" ეთერში განაცხადა.
უკრაინელები, როგორც წესი, როდესაც ჩვენ რამე არ მოგვწონს, ვითხოვთ ცვლილებებს, გამოვდივართ ქუჩაში და ნებისმიერი მშვიდობიანი ფორმით ვითხოვთ ცვლილებებს. მე არ ვიცი, რას გააკეთებენ საქართველოს მოქალაქეები. საზოგადოებამ თავისი მომავალი თავად უნდა ააშენოს. ვდარდობ იმ ახალგაზრდების გამო, რომლებიც დღეს დააკავეს. მე არ ვარ ქართველი პოლიტიკოსი და ვერანაირი მოწოდებებს ვერ გავაკეთებ, მაგრამ როგორც რიგითი უკრაინელი, ვდარდობ ქართველი ხალხის ნაცვლად და ვდარდობ იმის გამო, რომ მათი უფლებები ირღვევა, მათი უფლებები უნდა იყოს დაცული, ეს არის პროტესტის უფლება, ეს არის მოთხოვნის უფლება, დარწმუნებული ვარ, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ხალხის მოთხოვნები უნდა იყოს შესმენილი", - ამბობს ლიზა იასკო.