ელოდებიან მდგომარეობის დამძიმებას, რომ სააკაშვილმა თავად ვეღარ შეძლოს გადაადგილება - ბასილაია
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას მტკიცებით, სასამართლო საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიტიკულად დამძიმებას ელოდება იმისთვის, რომ სააკაშვილმა თავად ვერ შეძლოს სხდომაზე მისვლა და საუბარი. ბასილაიას თქმით, მოსამართლემ სააკაშვილის დისტანციურ რეჟიმში ჩართვაზე არც კი ისმჯელა. ჯერჯეორბით უცნობია, როდის ჩაინიშნება შემდეგი პროცესი.
ისინი ელოდებიან მიხეილ სააკაშვილის იმ მდგომარეობაში ჩავარდნას, რომ მიხეილ სააკაშვილმა ნამდვილად გადაადგილება ვერ შეძლოს. ისინი ელოდებიან იმ მდგომარეობას, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ვერ შეძლებს საუბარს და ამის შემდეგ დაიწყებენ: "ჩვენ მზად ვართ, საბადრაგო სამსახური მზად არის, მიხეილ სააკაშვილი ვერ მოდის უბრალოდ". ისინი ელოდებიან მდგომარეობას, როცა ქუჩის პროტესტი ჩაცხრება და როდესაც ხალხი გატყდება, მაგრამ ეს არ მოხდება, რადგან ყველა ხედავს როგორ უსამართლობას აქვს ადგილი. ამთ აქვთ უდიდესი შიში, თუნდაც ტელე ეკრანიდან გამოჩნდეს მიხეილ სააკაშვილი. თუ სააკაშვილს დისტანციურად ჩართავდნენ, ჩვენ ვუზრუნველყოფდით, რომ მდგარიყო კამერა. ამიტომ დისტანციურ განხილვაზე მოსამართლეს აღარც უმსჯელია. ეხლა ჩანიშნავენ პროცესებს ალბათ 1 კვირის ფარგლებში და დაელოდებიან სააკაშვილის მდგომარეობის კრიტიკულად დამძიმებას", - ამბობს ბექა ბასილაია.