მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა პროტესტის ნიშნად სასამართლო პროცესი დატოვეს

10.11.21 16:29
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა პროტესტის ნიშნად სასამართლო პროცესი დატოვეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ადვოკატებმა, ბექა ბასილაიამ და შოთა თუთბერიძემ, სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

ადვოკატებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მოსამართლემ სხდომაზე კიდევ ორი ადვოკატი, ნიკა გვარამია და დიმიტრი საძაგლიშვილი, არ შეუშვა. 

ნინო ელიეშვილის უარის შემდეგ,  ბასილაიამ შესვენების გამოცხადება მოითხოვა, რომ სხვა ადვოკატებს ამ დროს სხდომაზე შესვლის საშუალება ჰქონოდათ, თუმცა ამ შუამდგომლობაზეც უარი მიიღეს. 

 

მსგავსი სიახლეები