სააკაშვილის პროცესი ჩანიშნეს 29 ნოემბერს, როდესაც მისი მდგომარეობა კრიტიკული იქნება - ადვოკატი

10.11.21 16:43
სააკაშვილის პროცესი ჩანიშნეს 29 ნოემბერს, როდესაც მისი მდგომარეობა კრიტიკული იქნება - ადვოკატი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს, 11:00 საათზე ჩაინიშნა. განცხადება მედიასთან ექსპრეზიდენტის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ გაჟღერა. 

ადვოკატის თქმით, ხელისუფლება მოშიმშილე პატიმრის მდგომარეობის დამძიმებას ელოდება. 

გადაწიეს პროცესი, ვინიცობაა და მიხეილ სააკაშვილს ძლიერი ორგანიზმი აღმოაჩნდესო, იქნებ მომდევნო კვირაშიც შეძლოს, რომ გამოცხადდესო და პროცესი ჩანიშნეს 29 ნოემბერს ჩანიშნეს, როდესაც მისი მდგომარეობა იქნება უკიდურესად მძიმე, უკვე კრიტიკული, ანარადა ქართველი ხალხი ამ დროისთვის გაიმარჯვებს და მაშინ უკვე ეს მოსამართლეები ტაშფანდურით შეგვეგებებიან" - განაცხადა ბექა ბასილაიამ. 

მსგავსი სიახლეები