პროცესზე სააკაშვილის გამოსვლა საპროტესტო მუხტს აწევს, ამის ეშინია ხელისუფლებას - ირაკლი ფავლენიშვილი

10.11.21 17:29
პროცესზე სააკაშვილის გამოსვლა საპროტესტო მუხტს აწევს, ამის ეშინია ხელისუფლებას - ირაკლი ფავლენიშვილი

ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გისოსებს მიღმა გამოყვანის ეშინია - მიჩნიათ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერებს, რომლებიც დღეს სააკაშვილის პროცესს სასამართლოს ეზოში ადევნებდნენ თვალყურს. 

მოსამართლეთა კოლეგიამ საქმეზე მსჯელობა საკაშვილის გარეშე დაიწყო, თუმცა პროცესის დასრულებას იქ უამრავი ადამიანი ელოდებოდა. ოპოზიციის ლიდერებთან ერთად მისული  ადამიანები ამბობენ, რომ ხელისუფლებას საქართველოს მესამე პრეზიდენტის საზოგადოების წინაშე წარდგენის ეშინია, რადგან ეს ფაქტი ისედაც მაღალ საპროტესტო მუხტს კიდევ უფრო აწევს.

ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მიტაცებული აქვს ივანიშვილს და ეს ემსახურება ერთ მიზანს- ეს არის პოლიტიკური რევანში და შურისძიება, არანაირი სამართლებრივი პროცესი არ მიმდინარეობს, შელახულია სააკაშვილის ყველანაირი უფლება.

მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური ფაქტორი, რომლის ხელისუფლებას ყველაზე მეტად ეშინია. როცა ის სასამართლოზე გამოვა და ილაპარაკებს, უფრო მეტი ხალხი გამოვა და დაირაზმება, ეს არის მათი პანიკური შიშის საფუძველი - აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი, ირაკლი ფავლენიშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში დღეს სამართალდამცველთა უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობა იყო მობილიზებული. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღეს სასამართლო პროცესზე არ დაასწრეს. პენიტენციური სამსახურის განმარტებით, ამის მიზეზი სააკაშვილის უსაფრთხოები ზომები და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. 

მსგავსი სიახლეები