დასავლეთმა "ოცნებას" კარი დაუკეტა - ნონა მამულაშვილი

10.11.21 17:09
დასავლეთმა "ოცნებას" კარი დაუკეტა - ნონა მამულაშვილი

ენმ-ს წევრი, ნონა მამულაშვილი, სტრატეგიული პარტნიორების კრიტიკას ეხმიანება და ამბობს, რომ დასავლეთმა "ქართულ ოცნებას" კარი დაუკეტა. მისი თქმით, საქართველო, როგორც სანდო პარტნიორი, დასავლეთისთვის აღარ არსებობს. 

მათ რეალურად კარი დაუკეტა დასავლეთმა. დაინახა, რომ ეს არის პრორუსული ძალა და ატარებს პრორუსულ პოლიტიკას, ამიტომ „ქართულ ოცნებას“ დასავლეთში მეგობარი არ ჰყავს. ძალიან დიდი დარტყმაა საქართველოს რეპუტაციაზე იმიტომ, რომ ფაქტობრივად, საქართველო, როგორც სანდო პარტნიორი, დასავლეთისთვის უკვე აღარ არსებობს, - თქვა მამულაშვილმა.   

 დასავლელმა პარტნიორებმა საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ  არაერთხელ მოუწოდეს და აღნიშეს, რომ მესამე პრეზიდენტის პატიმრობაში ყოფნით ქვეყნის იმიჯი ზიანდება. 

მსგავსი სიახლეები