"მერწმუნეთ, რომ იქ უფლების დარღვევას ადგილი არ აქვს" - სარჯველაძე სააკაშვილზე

10.11.21 17:19
"მერწმუნეთ, რომ იქ უფლების დარღვევას ადგილი არ აქვს" - სარჯველაძე სააკაშვილზე

"ქართული ოცნების" დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე, დასავლელი პარტნიორების კრიტიკას პასუხობს და  ირწმუნება, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის უფლებები არ ირღვევა. მისი თქმით, თუკი ამ კუთხით რაიმე შეკითხვები არსებობს, განმარტებები იუსტიციის სამინისტრომ უნდა გააკეთოს. 

ბატონი სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლება, უნდა იყოს დაცული. თუკი ვინმეს ამ მიმართულებით აქვს ეჭვები, იუსტიციის სამინისტრომ თანამშრომლობის რეჟიმში, რასაკვირველია, უნდა მიაწოდოს სრულფასოვანი ინფორმაცია, რის შედეგადაც არ დარჩება  არც ერთი დაფარული ფაქტი. თუ ადგილი აქვს რაიმე დარღვევას, ამას უნდა მოჰყვეს რეაგირება, თუმცა რასაც ჩვენ ამ დრომდე თვალს ვადევნებთ, მერწმუნეთ, რომ იქ უფლების დარღვევას ადგილი არ აქვს, - თქვა სარჯველაძემ. 

დასავლელმა პარტნიორებმა საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ  არაერთხელ მოუწოდეს და აღნიშეს, რომ მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში ყოფნით ქვეყნის იმიჯი ზიანდება.  

მსგავსი სიახლეები