სააკაშვილთან ციხეში ადვოკატი მივიდა
გლდანის მე-18-ე დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად მისი ადვოკატი, შოთა თუთბერიძე, მივიდა. თუთბერიძე სააკაშვილს დღევანდელ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდის. ციხეში ასევე ელოდებიან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელსაც.
ორი მიზანი მაქვს, ის რომ დღევანდელი მასკარადის შესახებ, რომელიც გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მივაწოდო ინფორმაცია მესამე პრეზიდენტს და ავუხსნა ის მდგომარეობა, რაშიც მართლმსაჯულება და ჩვენ ვიმყოფებით. მეორე, მივიღოთ რამდენიმე საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობა, ეს გახლავთ გამოკითხვა. ველოდებით სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელს, რომელმაც უნდა გამოკითხოს მიხეილ სააკაშვილი.
გვაქვს პირობა, რომ მოხდება გამოკითხვა შესაბამის გარემოში. იგეგმება მისი პირადი ექიმის შესვლაც, სამედიცინო დათვალიერებაც უნდა მოხდეს დღეს", - ამბობს შოთა თუთბერიძე.