მენჯის დაზიანება და მრავლობითი დაჟეჟილობა - პოლიციამ სავარაუდოდ, ზვიად კუპრავა სცემა

10.11.21 17:58
მენჯის დაზიანება და მრავლობითი დაჟეჟილობა - პოლიციამ სავარაუდოდ, ზვიად კუპრავა სცემა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალ სკანდალში ეხვევა - დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან დაკავებული აქტივისტების ნაწილი აცხადებს, რომ პოლიციამ მათზე იძალადა.

სავარაუდოდ, დაკავებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ ზვიად კუპრავას. სამოქალაქო აქტივისტს საავადმყოფოში გადაყვანაც კი დასჭირდა. ოპოზიციის მხარდამჭერს სხეულზე მრავლობითი დაჟეჟილობა აღენიშნება. 

"ტვ პირველმა" სამედიცინო დასკვნა მოიპოვა, სადაც ექიმი აუცილებელ რეკომენდაციად წოლით რეჟიმსა და დაზიანებებზე ,,ყინულის დადების" რეკომენდაციას გასცემს. 

"პირველების" ინფორმაციით, კუპრავას დაზიანებები მენჯის არეშიც აღენიშნება. ერთ-ერთი ვერსიით, დაზიანებები მას პოლიციამ საპატრულო მანქანაში ჩატენვისას მიაყენა. 

მსგავსი სიახლეები