რეჟიმი განწირულია მარცხისთვის - ოპოზიციის აქცია ხვალ 14:00 საათზე ვაჟა ფშაველას ძეგლთან გაიმართება

10.11.21 18:15
რეჟიმი განწირულია მარცხისთვის - ოპოზიციის აქცია ხვალ 14:00 საათზე ვაჟა ფშაველას ძეგლთან გაიმართება

ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით ოპოზიციის უწყვეტი პროტესტი გრძელდება - როგორც მან სპეციალურ ბრიფინგზე აღნიშნა, აქცია ხვალ 2 საათზე ვაჟა ფშაველას ძეგლთან გაიმართება. 

ველოდებით ყველას, ვისაც მყარად მიაჩნია, რომ ხელისუფლება კოპირებს რუსეთსა და ბელარუსს!

აქციები იქნება ყოველდღე, მანამ სანამ რეჟიმი არ გატყდება - განაცხადა ნიკა მელიამ. 

მისივე განცხადებით, "უკან დახევას არავინ აპირებს": 

დააკავეთ 46 ადამიანი? მაგრამ ხომ არ დაგავიწყდათ, რომ ასი ათასობით აქტიური მოწინააღმდეგე ჰყავს რეჟიმს, ამიტომ ეს რეჟიმი განწირულია მარცხისთვის. ახლა საჭიროა სიმტკიცე, ნებისყოფა და სიმშვიდე, ამ რეჟიმის დამარცხება მხოლოდ დროის საკითხია", — აღნიშნა მან.

მსგავსი სიახლეები