მიხეილ სააკაშვილი იცოცხლებს, ჩვენი ბრძოლა იქნება საათობრივი - ნიკა მელია
მიხეილ სააკაშვილი იცოცხლებს. იქნება ცოცხალი და ჯანმრთელი - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ნიკა მელიამ, ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის ბრძოლა იქნება უწყვეტი და საათობრივი, სანამ მიზანს არ მიაღწევენ.
ნიკა მელია მიმართავს ხელისუფლებას, აღიაროს საკუთარი შეცდომები.
მიხეილ სააკაშვილი არის სიმბოლო იმ დაპირისპირებისა, რომელიც განგებ გააჩინა ,,ქართულმა ოცნებამ". ბრძოლა უსამართლობასა და სამართლიანობას შორის. ეს მომავლისა და წარსულის დაპირისპირებაა. ჩვენ მომავლის სასარგებლო მხარეს ვდგავართ. ხელს ვერ აგვაღებინებთ ამ ქვეყნის ხვალინდელი უკეთესი დღისთვის. ბრძოლა იქნება ყოველ საათობრივი. ჩვენ ვხედავთ, როგორ წირავს თავს მიხეილ სააკაშვილი, ელენე ხოშტარია და სხვა უამრავი ადამიანი. ამიტომ ჩვენ არ გვაქვს უფლება, არ ვიყოთ აქტიურები.
მივმართავ ხელისუფლებას, დამარცხებას რაც უფრო მალე აღიარებთ, თქვენთვისაც უკეთესი იქნება და თუ ასე გააგრძელებთ, მოგიწევთ პასუხისმგებლობის აღება. საერთაშორისო საზოგადოებისგან რეაგირება სულ უფრო და უფრო მზარდია. ეს აქტიურობა მიაღწევს იმ შედეგს, რის გამოც ჯანსაღი საზოგადოება იბრძვის. - აცხადებს ნიკა მელია.