რატომ გაუქმდა 7 ნოემბრის საქმეზე სააკაშვილისთვის შეფარდებული პატიმრობა - პროკურორის განმარტება

10.11.21 18:32
რატომ გაუქმდა 7 ნოემბრის საქმეზე სააკაშვილისთვის შეფარდებული პატიმრობა - პროკურორის განმარტება

7 ნოემბრის საქმის პროკურორი, ჯარჯი წიკლაური, განმარტავს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაუქმება არ ცვლის ფაქტობრივ მოცემულობას, რადგან მას სხვა საქმეებზე 6-წლიანი პატიმრობა უკვე მისჯილი აქვს.

სასამართლომ ამ ეტაპზე ჩათვალა, რომ 7 ნოემბრის საქმეზე აღარ იყო პატიმრობის გამოყენების საჭიროება და მან გააუქმა აღკვეთის ღონისძიება. აქვე განვმარტავთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ამავე დროს მსჯავრდებულია სანდრო გირგვლიანის და ვალერი გელაშვილის საქმეებზე, სამივე ინსტანციის სასამართლოს მხრიდან. შესაბამისად, მას მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით და 7 ნოემბრის საქმეზე პატიმრობის გაუქმება არ ცვლის ფაქტობრივ მოცემულობს, რადგან იმ საქმეებზე, რომლებზეც მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია, იგი გააგრძელებს სასჯელის მოხდას შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში“, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

მსგავსი სიახლეები