შესაძლო არაადამიანური მოპყრობა - სააკაშვილთან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შევიდა

10.11.21 19:21
შესაძლო არაადამიანური მოპყრობა - სააკაშვილთან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შევიდა

შესაძლო არაადამიანური მოპყრობისა და ძალადობის ფაქტი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ - გლდანის ციხეში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი, გიორგი მიქელაძე, შევიდა. მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვას მისი ადვოკატი და პირადი ექიმიც დაესწრება. 

შეთანხმებული ვართ პენიტენციურ სამსახურთან და  სააკაშვილის ადვოკატებთან, რომ მათთვის მისაღები ფორმით განხორციელდება მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა. ეს იქნება უშუალო კომუნიკაცია. დანიშნულია ექსპერტიზაც, რომელიც უნდა ჩატარდეს დღეს და მასში მონაწილეობას მიიღებს მიხეილ სააკაშვილის მოწვევით მოწვეული სპეციალისტი, პირად ექიმზე, ნიკოლოზ ყიფშიძეზე გვაქვს საუბარი. განხორციელდება მისი სხეულის გარეგანი დათვალიერება და აღნიშნულის თაობაზე ექსპერტი შემდგომ გასცემს შესაბამის დასკვნას. თუ ნივთმტკიცების თაობაზე განაცხადებს, აუცილებლად განხორციელდება მისი ამოღება. კადრები გამოთხოვილი არ არის“, – განაცხადა გიორგი მიქელაძემ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და ძალადობის სავარაუდო ფაქტზე გამოძიება გუშინ დაიწყო.

მსგავსი სიახლეები