ქართული სასამართლოს ქმედება წარმოადგენს ადამიანის უფლებათა კონვენციის მ-6 მუხლის დარღვევას - დენისოვა

10.11.21 20:00
ქართული სასამართლოს ქმედება წარმოადგენს ადამიანის უფლებათა კონვენციის მ-6  მუხლის დარღვევას - დენისოვა

უკრაინის სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს აფასებს. ლუდმილა დენისოვას განმარტებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ განხორციელებული ქმედებები არის ადამიანის უფლებათა კონვენციის უხეში დარღვევა.

საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ეს ქმედება წარმოადგენს ადამიანის უფლებათა კონვენციის, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და  სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას.

მივმართავ უცხოურ სახელმწიფოებსა და ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რეაგირება მოახდინეთ დარღვევებზე და ხელის შეუწყვეთ  მიხეილ სააკაშვილს, დაესწროს მის სასამართლო პროცესს! - განაცხადა ლუდმილა დენისოვამ. 

მსგავსი სიახლეები