სტრასბურგის სასამართლომ მოთხოვნა დროებითი ღონისძიების შესახებ დააკმაყოფილა - გვარამია
მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ მათი მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დააკმაყოფილა.
გვარამიას თქმით, სტრასბურგის სასამართლო მოუწოდებს მესამე პრეზიდენტს, რომ შიმშილობა შეწყვიტოს, სახელმწიფოს კი მოუწოდებს, უზრუნველყოს პატიმრის უსაფრთხოება და სათანადო მკურნალობა.
"სასამართლომ დაავალა საქართველოს ხელისუფლებას, რომ მყისიერად აცნობოს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმდინარე, ამჟამინდელი მდგომარეობა ჯანმრთელობის და ასევე დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია ყველა იმ სამედიცინო პროცედურის შესახებ, რომელიც გატარდა მასთან დაკავშირებით ამ წუთისთვის მე-18 დაწესებულებაში. ამას გარდა, სტრასბურგის სასამართლომ დაავალა სახელმწიფოს, რომ აუცილებლად გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ ის ვალდებულია უზრუნველყოს პატიმრის უსაფრთხოება და ადეკვატური მკურნალობა", - ამბობს ნიკა გვარამია.