ევროსასამართლომ სახელმწიფოს დაავალა ადეკვატური მკურნალობა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა - საძაგლიშვილი
ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის ადეკვატური სამედიცინო დახმარება და უსაფრთხოება. სააკაშვილის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი, ამბობს, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დროებითი ღონისძიება გამოიყენა, ხოლო რამდენად შესრულდება რეკომენდაციები, საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.
ადამიანის უფლებათა სასამართლომ დროებითი ღონისძიება გამოიყენა - ერთი მხრივ, სახელმწიფოს დაავალა გარკვეული მოქმედებები, ამ მოქმედებებში მიუთითა ადეკვატური მკურნალობა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მეორე მხრივ, მოუწოდა მიხეილ სააკაშვილს, შეეწყვიტა შიმშილობა. ცხადია, სახელმწიფოზეა დამოკიდებული, რას ჩათვლის ადეკვატურად, მაგრამ საბოლოო ჯამში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად იქნება ადეკვატურად მიჩნეული სახელმწიფოს მიერ გატარებული ზომები", - ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.
სამოქალაქო საავადმყოფში გადაყვანას "ქართული ოცნება" არ აპირებს, "პირველების" ინფორმაციით, განიხილება გორის ჰოსპიტალი.