ვინ დგას საპატრიარქოს განცხადების უკან - თეოლოგები ფიქრობენ, რომ წერილი უწმინდესთან შეთანხმებული არ ყოფილა
საპატრიარქოს განცხადება, რომლის შინაარსიც მეუფე ნიკოლოზის კრიტიკა იყო, საპატრიარქოს ტიტულოვან ფურცელზე არ დაბეჭდილა და არც უწმინდესის ხელმოწერა აქვს. აქედან გამომდინარე, თეოლოგები არ გამორიცხავენ, რომ განცხადების უკან საპატრიარქოს სამდივნო იდგეს, რომელსაც აღნიშნული განცხადება პატრიარქთან შეთანხმებული არ ჰქონია.
ეს განცხადება ცხადად აჩვენებს იმას, რომ მათი განწყობა არის პრორუსული, ისინი ასრულებენ, ასე ვთქვათ, რუსეთის დაკვეთას, ნარიშკინის დაკვეთას. მე ვფიქრობ, რომ ეს განცხადება დაწერილია შიოს ჯგუფის მიერ, რომლებიც ყველაზე პრორუსებია არიან და ყველაზე სანდოები და დასაყრდენები რუსეთისთვის. რა მაფიქრებინებს ამას? თვითონ სტილი წერილის, ხისტი, უხეში წერილი, აშკარაა პოზიცია პრორურსული და მისი ავტორი ვფიქრობ, უფრო ჯაღმაიძეა, პლიუს ის, რომ ის თავის "ფეისბუქ" გვერდზე აშეარებს ამ წერილს. უცნაურია ამ წერილში ის, რომ არავის ხელმოწერა არ აქვს ზედ. საპატრიარქო იმ პასუხისმგებლობას ნამდვილად ვერ მოიხსნის, რასაც ის აკეთებს და ვთქვათ, არ აფიქსირებს ოფიციალურ პოზიციას მიშას გარშემო, როდესაც პატრიარქი 90-იან წლებშ ციხეში ეახლა ჯაბა იოსელიანს, რომელმაც უბედურების მეტი საქართველოს არაფერი მოუტანა, - ამბობს გოჩა ბარნოვი.
თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი საპატრიაქროს განცხადებას კგბ-ს და მესამე რეიხის ქმედებას ადარებს, როდესაც კონკრეტული ღონისძიებების აღსრულებას ბელადებს არ ატყობინებდნენ.
როდესაც აპელირებენ იმაზე, კათოლიკოს პატრიარქი არ არის საქმის კურსში, მისი სახელით ქვეყნდება წერილი, მე ეს მაგონებს ხშირად იმგვარ დამოკიდებულებას, როცა კი მაგალითად ამბობდნენ, რომ შინსახკომი და კგბ რა სადამსჯელო ღონისძებასაც აღასრულებენ, ან მაგალითად, მესამე რაიხი და გესტაპო, ეს არ იცოდნენ ბელადებმა, როგორც წესი, დაჩქარებულად ხშირად უშუალოდ სამდივნოს აპარატი ე.წ. მოსაყდრის ადმინისტრაციული კოლეგია თითხნის და იღებს ისეთ იმპულსურ, ემოციურ, ხისტ და აგრესიულ ტექსტებს, რომლის მეშვეობითაც შემდგომში თავად არიან უკვე უხერხულ მდგომარეობაში, - თქვა გიორგი ტიგინაშვილმა.
თეოლოგები არ გამორიცხავენ, რომ საპატრიარქომ ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტის წინააღმდეგ კონკრეტული სანქციები გაატაროს.
ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის, განაცხადებები საპატრიაქროს კრიტიკის საგანი გახდა. მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში აზიარა, რის შემდეგაც თქვა, რომ მესამე პრეზიდენტი 40 დღე მშრალ მარხვაზე იყო.