ოპოზიცია მორიგ საპროტესტო აქციას დღეს ვაჟა-ფშაველას გამზირზე გამართავს
ოპოზიციის მორიგი საპროტესტო აქცია დღეს ვაჟას ფშაველას გამზირზე გაიმართება. ადგილზე ოპოზიციის ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები ზუსტად 14:00 საათზე შეიკრიბებიან.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მმართველი პარტია რუსეთის და ბელორუსსის მსგავს ქმედებებს სჩადის, რასაც პასუხი ქუჩაში გამოსვლით და მშვიდობიანი პრტესტით უნდა გაეცეს.
ოპოზიცია სამოქმედო გეგმას ვაჟა ფაშაველას ძეგლთან შეკრების შემდეგ გააჟღერებს.
პროტესტი არ შეწყდება, პროტესტი იქნება მუდმივი, იქნება მზარდი, კიდევ უფრო მზარდი, სხვა და სხვა ლოკაციებზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველგან მივალთ, იმ უწყებებთან ვინც არის თანამონაწილე მიხეილ სააკაშილის მიმართ არაადამიანურად მოპყრობის, - ამბობს ენმ-ს წევრი, ხატია დეკანოიძე.