სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი ბრალის წარდგენას გორის იზოლატორში ელოდება
სადამსჯელო ოპერაციის შედეგად დაკავებული სამოქალაქო აქტივისტები ბრალის წარდგენას ელოდებიან გორის იზოლატორშიც. პოლიციამ მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე დაკავებული სამი პირი, ბესო გაზდელიანი, დავით ტყებუჩავა და ირაკლი კვარაცხელია შიდა ქართლში გადაიყვანა. შსს დაკავებულებს ხულიგნობასა და წინააღმდეგობის გაწევას ედავება, თუმცა აქტივისტები ამბობენ, რომ კანონი არ დაურღვევიათ.
ცოტა ხნის წინ ადგილზე დაკავებულების უფლებდამცველი მივიდა.
როგორც მათ მითხრეს, არანარ წინააღმდეგობის გაწევას საერთოდ ადგილი არ ჰქონია, არანაირ ხულიგნობას, ზოგიერთ მათგანს უკნიდან მიეპარნენ და მოიტაცეს და დიდი ხნის განმავლობაში არც იცოდნენ ახლობლებმა, სად ჰყავდათ ეს ადამიანები მოთავსებული. ძალადობას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ ეს ადამიანები აპროტესტებენ უსამართლობას და ხელისუფლება გვეუბნება, რომ... ხმის ამოღებისთვის გვსჯიან, პოზიციის დაფიქსირებისთვის გვსჯიან, - ამბობს ადვოკატი.
პოლიციამ 10 ნოემბერს სუს-თან გამართულ აქციაზე 46 აქტივისტი დააკავა.