ოპერაცია "ცრუ პიკეტი" - სამოქალაქო აქტივისტებმა სუს-ი უკანონო მოსმენებში ისევ ამხილეს

11.11.21 11:58
ოპერაცია "ცრუ პიკეტი"  - სამოქალაქო აქტივისტებმა სუს-ი უკანონო მოსმენებში ისევ ამხილეს

სუს-ი  უკანონო მოესმენებში  ისევ ამხილეს - მოძრაობა "სირცხვილიამ" ექსპერიმენტი ჩაატარა. სამოქალაქო აქტივისტებმა ღია სატელეფონო საუბრებში პარლამენტის პიკეტირება დაანონსეს და ძალოვანი უწყება უკანონო მიყურადებაში გამოიჭირეს.

სატელეფონო საუბრის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროში განგაში გამოცხადდა. გომელაურის უწყებამ უპრეცედენტოდ ბევრი სამართალდამცველის მობილიზაცია ჯერ  პარლამენტთან, შემდეგ კი "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან მოახდინა. 

სამოქალაქო ატივისტები პირდაპირ ამბობენ, რომ ეს ავტორიტარული რეჟიმის გამოვლინებაა. მათი თქმით, აღნინულმა პერფორმანსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მათზე ძალოვანები უკანონო მიყურადებას ახორციელებენ. 

დავიწყეთ ერთმანეთში რეკვა ერთ ოთახში მყოფმა ადამიანებმა. დაახლოებით 20 წუთში აქ იმდენი მანქანა იყო, რომ ფეხის დასადგმელი ადგილი აღარ იყო. მერე ისევ შიგნიდან, ოთახიდანვე ,ვთქვით, რომ "ქართულ ოცნებასთან" გადავიდოდით და მერე იქ გაავსეს ყველაფერი. მერე ვთქვით, რომ ივანიშვილის სახლთან გადავიდოდით და მერე იქაც წასულან პოლიციელები. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ მთელი ეს სისტემა, მთელი ძალოვნები არიან კონცენტრირებული მხოლოდ ერთ რამეზე, რომ ბიძინა ივანიშვილს რაღაც გარანტიები შეუქმნან უსაფრთხოების. ეს იყო რეალურად კიდევ ერთი მხილება სისტემის, - ამბობს მოძრაობა "სირცხვილიას" ლიდერი, გიგა მაქარაშვილი. 

მსგავსი სიახლეები