"სასამართლომ ღია დატოვა საკითხი, ჯერ არ მიიღო გადაწყვეტილება" - ოთარ კახიძე

11.11.21 13:01
"სასამართლომ ღია დატოვა საკითხი, ჯერ არ მიიღო გადაწყვეტილება" - ოთარ კახიძე

"ევროპული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ოთარ კახიძის განმარტებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მთავრობას ვადა 24 ნოემბრამდე მისცა იმის დასამტკიცებლად, რომ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში სამკურნალოდ სათანადო პირობებია შექმნილი. 

სასამართლომ ღია დატოვა საკითხი, ჯერ არ მიიღო გადაწყვეტილება, სასამართლომ არც ის დაადგინა, რომ დაუყონებლივ გადასაყვანია სააკაშვილი და არც ის უთქვამს, რომ ციხის საავადმყოფო საკმარისია. 24 ნოემბრამდე დამატებითი ვადა განუსაზღვრა მთავრობას, რომ წარმოადგინოს მტკიცებულებები და დოკუმენტაცია, რომ ციხის საავადმყოფოში სააკაშვილის სამკურნალოდ   ადეკვატური პირობებია შექმნილი და ამის  მერე მიიღებს გადაწყვეტილებას. ძალიან უხერხულია, როცა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები დაკავებული არაინ საზოგადოების შეცდომაში შეყვანით", - ამბობს ოთარ კახიძე. 

მსგავსი სიახლეები