მივესალმებით და სრულად ვიზიარებთ ევროსასამართლოს გადაწყვეტილების სულისკვეთებას - იუსტიციის მინისტრი

11.11.21 13:22
 მივესალმებით და სრულად ვიზიარებთ ევროსასამართლოს  გადაწყვეტილების სულისკვეთებას -  იუსტიციის მინისტრი

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მტკიცებით, სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების საჩივარი არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა. ბრეგაძის თქმით, იუსტიციის სამინისტროსთვსი ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება მისასალმებელია და გათვალისწინებულ ვადაში, 24 ნოემბრამდე სააკაშვილის ჯანმრთლეობის შესახებ ინფორმაცია სტრასბურგში  გადაიგზავნება. 

საქართველოს მთავრობას სტრასბურგის სასამართლოს წერილით ეცნობა, რომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს, ერთი კონკრეტული მოთხოვნით, დაუყონებლივ მოხდეს, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მე-18 დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკაში. სტასბურგის სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და დაჟინებით მოუწოდა სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ძალიან მისასალმებელი და ჰუმანური, რომელიც მიზნად ისახავს მსჯავრდებულის ინტერესების დაცვას. 

სასიხარულოა, რომ ჩვენი სულისკვეთება სრულად ემთხვევა. უწყებამ არაერთგზის განმარტა, რომ ჩვენი ინტერესია პატიმრის ჯანმრთელობსი დაცვა. ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებული მაღალი სტანდარტები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ჩვენ მივესლამებით და სრულად ვიზიარებთ გადაწყვეტილების სულისკვეთებას და ცხადია, 24 ნოემბრისთვის მივაწვდით ინფორმაციას პატიმრის ჯანმრთელობის და  უსაფრთხოების თაობაზე და გავაგრძელებთ მასზე მზრუნველობას", - ამბობს რატი ბრეგაძე. 

მსგავსი სიახლეები