ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ სამედიცინო დაწესებულებასთან პროვოკაციებს ადგილი არ ექნება - ენმ-ს მიმართვა პარლამენტის თავმჯდომარეს

11.11.21 13:29
ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ სამედიცინო დაწესებულებასთან პროვოკაციებს ადგილი არ ექნება - ენმ-ს მიმართვა პარლამენტის თავმჯდომარეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით ენმ-ს წევრმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა. სპეციალური წერილი მან  კახა კუჭავას ცოტა ხნის წინ გადასცა.

დეკანოიძე ხელისუფლებას პირდება, რომ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაშ გადაყვანის შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებასთან პროვოკაციას და საპროტესტო აქციებს ადგილი არ ექნებათ. 

ჩვენ კახა კუჭავას გადავეცით ენმ-ს განცხადება, რომელიც გავრცელდა გუშინ და ამ განცხადებაში არის ძალიან მნიშვნელოვანი მოცემულობა, რაც გულისხმობს იმას, რომ უკანასკნელ პერიოდში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ძალიან მნიშვნელოვანი არაადამიანური მოპყრობის, წამების ფაქტების ფონზე და ჩვენი მოთხოვნის ფონზე, რაც გულისხმობს იმას, რომ აუცილებელია მისი სამოქალაქო სამედიცინო ცენტრშ გადაყვანა და ეს არის ხაზგასმული ამ განცხადებაში, მაგრამ ამავე დროს, ამ განცხადებაში ხაზგასმულია ის, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც დააკმაყოფილებენ საერთაშორისო კონვენციით გათვალისწინებულ ყველა მუხლს, მათ შორის, რაც მოუწოდა მათ სტრასბურგის სასამართლომ და გადაიყვანენ და უნდა გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო სამედიცინო ჰოსპიტალში, რაც არის რეალურად ექიმების რეკომენდაცია, სტასბურგის რეკომენდაცია, ექსპერტების რეკომენდაცია, "ნაციონალური მოძრაობა " და პოლიტიკური ლიდერები ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ სამედიცინო დაწესებულებასთან არ ექნება ადგილი არავითარ პროვოკაციას, არავითარ აქციას, პირიქით, ჩვენი მთავარი ამოცანა რაც არის ახლა ამ შემთხვევაში, ეს არის ის,მ რომ გადარჩეს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე. ჩვენ ეს განცხადება ოფიციალირად გადავეცით პარლამენტის თავმდჯომარეს, - განაცხადა დეკანოიძემ. 

მსგავსი სიახლეები