იუსტიციის სამინისტრო ასაჯაროებს კადრებს, სადაც ჩანს სააკაშვილის მიმართ ძალის გამოყენება (ვიდეო)

11.11.21 13:27
იუსტიციის სამინისტრო  ასაჯაროებს კადრებს, სადაც ჩანს სააკაშვილის  მიმართ ძალის გამოყენება (ვიდეო)

იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის იმ კადრებს ასაჯაროებს, რომელიც მესამე პრეზიდენტის გლდანის ციხეში გადაყვანის პროცესს ასახავს. კადრებში ჩანს, როგორ შეიყვანეს ძალის გამოყენებით მესამე პრეზიდენტი გლდანის ციხეში და როგორ ძალადობენ ბადრაგის თანამშრომლები მესამე პრეზიდენტზე.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ ვიდეოკადრებს, რომელიც მოსახლეობას მიაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ თუ როგორ იქნა შესახლებული  №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის შესახლებას, პალატაში განთავსებას და სააკაშვილის მიერ დაწესებულების თანამშრომლების მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების და ასევე  სამედიცინო ტექნიკის დაზიანების ფაქტს.

იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ფაქტს უკვე მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო", - ამბობს რატი ბრეგაძე. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები