დამკვეთი არის კრემლი, საპატრიარქო, ფაქტობრივად, ქილერის ფუნქციას ასრულებს - პეტრე ცაავა
საპატრიარქომ წერილი რუსეთის დავალებით გამოქვეყნა - ამის შესახებ "პირველებთან" ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი საუბრობს. პეტრე ცაავა ამბობს, რომ მეუფე ნიკოლოზის საპატიმროში შეგზავნით საპატრიარქომ ორმაგი თამაში სცადა, თუმცა მას შემდეგ რაც კრემლმა თითი დაუქნია, სტრატეგია შეცვალა და მეუფე ნიკოლოზი დატუქსული ბავშვის როლში გამოიყვანა.
საპატრიარქომ მეუფე ნიკოლოზის საპყრობილეში შეგზავნით და მისი ზიარებით სცადა ორმაგ თამაშში შესულიყო, მაგრამ ვინაიდან უკვე აღარ გაუვიდა და უფრო მკაცრი აღმოჩნდა მოთხოვნა კრემლიდან და ხელისუფლებიდან, ის უკვე ღია თამაშში გადავიდა. მეუფე ნიკოლოზი გადაიყვანა დატუქსული ბავშვის როლში, რომელიც უსირცხილო და უპასუხისმგებლო ადამიანია და ამასაც შეიფერებს. საპატრიარქო ისევე როგორც ხელისუფლება და კრიმინალური სამყაროს დიდი ნაწილი არის შემსრულებელი დამკვეთი არის კრემლი. ისინი, ფაქტობრივად, ქილერის ფუნქციას ასრულებენ, ამ მკვლელობაში თანამონაწილეები არიან და ეს წერილიც ყველანაირად ემსახურება საქართველოში სიტუაციის უფრო მეტად ესკალაციას, - ამბობს მამა პეტრე
საპატრიარქოს განცხადებასთან დაკავშირებით "პირველებმა" გასაუბრება მეუფე ნიკოლოზთანაც სცადა, თუმცა სასულიერო პირი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს და განმარტებებს თავს არიდებს.