ეს კადრები ხელისუფლების დანაშაულის მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა -შოთა თუთბერიძე

11.11.21 14:35
ეს კადრები  ხელისუფლების დანაშაულის მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა -შოთა თუთბერიძე

ეს კადრები ნათლად მიუთითებს ფაქტზე, რომ ქვეყანა რამდენიმე ბოღმიანი ადამიანის კერძო კომპანიად იქცა - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ, ,,ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. 

უფლებადამცველის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის კადრების გასაჯაროვებას 2 მიზეზი ჰქონდა.

პირველი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჩადენილი დანაშაულის შესახებ და სტრასბურგის სასამართლომ უკვე გარკვეული ღონისძიების ჩატარება დაიწყო ამ საქმეზე. ეს კადრები ისედაც მოხვდებოდა როგორც საერთაშორისო სასამართლოების, ისე გამოძიების მასალებში და იუსტიციის სამინისტრომ ჩათვალა, რომ პროაქტიულად გამოქვეყნება რაღაცა ტიპის პლიუსი იქნებოდა მათთვის.

მეორე მიზეზი არის ის, რომ მართლმსაჯულებას ეშინია მიხეილ სააკაშვილის და ყველა ხერხით ცდილობს მის დისკრედიტირებას. 

ეს კადრები ჩვენთვის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებისთვის გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულის დასადასტურებლად - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

იუსტიციის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ გაასაჯაროვა კადრები, როგორ გადაჰყავთ  საქართველოს მესამე პრეზიდენტი გლდანის ციხის საავადმყოფოში. 

მსგავსი სიახლეები