სააკაშვილი სასამართლოში რომ გამხდარიყო ცუდად, ვინ აიღებდა პასუხისმგებლობას? - იუსტიციის მინისტრი

11.11.21 14:34
სააკაშვილი სასამართლოში რომ გამხდარიყო ცუდად, ვინ აიღებდა პასუხისმგებლობას? - იუსტიციის მინისტრი

 იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის  მტკიცებით,  სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება "მისი ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე" არ მისცეს.

 დიახ, პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო ეს გადაწყვეტილება,  ვინაიდანაც პატიმარი უარს ამბობს მკურნალობი ს არსებითი ნაწილის გაგრძელებაზე და შესაბამისად, შესაძლებელი იყო, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულიყო. ეს რომ სასამართლოში მომხდარიყო, ვინ აიღებდა მერე ამაზე პასუხისმგებლობას? ჩვენ ვმოქმედებთ პატიმრის ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ", - ამბობს რატი  ბრეგაძე.

 

   

მსგავსი სიახლეები