სააკაშვილს უსამართლო სასამართლოთი სარგებლობის უფლებაც არ ეძლევა - ნიკა მელია
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას განცხადებით, ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა მშვიდობიანად გაგრძელდება. მელიას თქმით, სააკაშვილს სასამართლოზე წარდგენის საშუალებაც არ ეძლევა, რაც კიდევ ერთი დასტურია, რომ ის ივანიშვილის შურისძიების მსხვერპლია.
დღეს ჩვენ რასაც ვუყურებთ, ეს არ არის მართლმსაჯულება ეს არის ერთი ადამიანის წინააღმდეგ პირადი შურისძიება. ადამიანს არ ეძლევა შესაძლებლობა უსამართლო სასამართლოს სარგებლობისაც კი, ადამიანს, რომელსაც არ აძლევენ უფლებას სატელეფონო ზარების განხორციელების. მოწუიათ გასაჯაროება, სადაც ჩანს ეს არ არის მართლმსაჯულება, ეს არის შურისძიება საქართველოს ერთ შვილზე, რომელმაც ბევრი რამე გააკეთა, ივანიშვილის მასზე უბრალოდ ძალადობს. გეგმა არის ერთადერთი არ იქნება მოსვენება, მეტოდურად ეს რეჟიმი ცამოინგრევა მშვიდობიანად. არანაირი ამოცანა და მიზანი არ და ვერ ექნება ძალადობისა. მართალი ხალხი მშვიდობიანად, ურყევად და მტკიცედ იბრძვის, მშვიდობიანი საპროტესტო მოძრაობა მეთოდურად ჩამოშლის ამ რეჟიმს", - ამბობს ნიკა მელია.