კადრებში ჩანს, რომ პენიტენციური ცდილობს, ღირსება შეულახოს მესამე პრეზიდენტს - ადვოკატი
მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის, განცხადებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ნათლად ჩანს მიხეილ სააკაშვილისადმი არაადამიანური მოპყრობის ფაქტი. საძაგლიშვილის შეფასებით, პენიტენციური სამსახური ცდილობს, ღირსება შეულახოს საქართველოს მესამე პრეზიდენტს.
გავრცელებულ ვიდეოკადრებზე ნათლად ჩანს არაადამიანური მოპყრობის ფაქტი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით და ახლა გავრცელებული კადრებით ეს ფიქსირდება, თუ როგორ ცდილობს პენიტენციური სამსახური, ღირსება შეულახოს საქართველოს მესამე პრეზიდენტს და ისე ახდენს მის იძულებით მოთავსებას #18 დაწესებულებაში.
ამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც და იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამაც. იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოებული გამოძიების მიმართ არანირი ნდობა არ გვაქვს და არც არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ ეს ნდობა გვქონდეს. მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად აღენიშნება დაზიანებები და ეს დაზიანებები აღბეჭდილია, მათ შორის, ფოტოაპარატზეც. რაც შეეხება ამ დაზიანებების ხარისხს, ხასიათს, ეს უკვე შესაბამის დასკვნაში გამოჩნდება,“- განაცხადა საძაგლიშვილმა.